წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათია“-მ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოიგო:
გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
2019 წლის 21 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ- გვერდზე გამოქვეყნებული იქნა სასამართლოს განჩინება საქმეზე გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ https://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=home . აღნიშნული განჩინებით სასამართლომ დაადგინა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა) საქმე ეხებოდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ციხის თანამშრომლების მხრიდან და რომ შესაბამისი ორგანოები ვერ ახერხებდნენ ეფექტური გამოძიების ჩატარებას ამ მიმართულებით.
ცენტრი „ემპათია“ს მხრიდან საქმეს ადგილობრივ და რეგიონულ სასამართლოებში წარმართავდა ცენტრის იურისტი ბატონი ბესარიონ ბოჭორიშვილი.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“
საკონტაქტო მონაცემები:
ტელ: +995 32 238 10 15
ფაქსი: +995 32 238 10 33
ცხელი ხაზი: +995 599 88 54 68; +995 599 88 54 28.
Web-page: www.empathy.ge
Email: centre@empathy.ge
f: Rct Empathy