A-World-Without-Torture
Joint Appeal of the International Psycho – Rehabilitation Centre for Victims of Torture, Violence and Pronounced Stress Impact “EMPATHY” (RCT/EMPATHY, Georgia) and Georgian Bar Association, Dated March 6, 2017 , M. Jishkariani, Z. Khatiashvili
March 6, 2017
download (6)
Urgent Appeal of RCT/EMPATHY dated 12.03.2017 regarding crucial facts Happened on 11 -12 March, in Batumi, 2017 12.03.2017
March 13, 2017

წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათია“ -სა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ერთობლივი მიმართვა; 6 მარტი, 2017. მარიამ ჯიშკარიანი, ზაზა ხატიაშვილი

IMG_9246

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მე – 4 სექციის პრეზიდენტს,

ქალბატონ განა იუდკივსკას,

მე – 4 სექციის ვიცე პრეზიდენტს,

ბატონ ვინსენტ  დე – გაეტანოს

 

წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათია“ -სა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის

ერთობლივი მიმართვა

 

  1. გაცხადებული ფაქტები:

რუსთავი 2 წარმოადგენს ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო არხს საქართველოში, რომელიც გამოირჩევა ხელისუფლებისადმი კრიტიკულობით და გაცხადებული ევროატლანტიკური ორიენტაციით, რაც საქართველოში მზარდი პრო – რუსული პროპაგანდის ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

საქართველო წარმოადგენს გარდამავალი დემოკრატიის მქონე ქვეყანს, რომლისთვისაც ფუნდამენტური უფლებები, ისეთი როგორიც არის “სიტყვისა და გამოხატვის თვისუფლება”, ასევე, “კერძო საკუთრების უფლება” კონსტიტუციურად გარანტირებულია;

სამწუხაროდ, მრავალი მიმართულებით ჯერ კიდევ არ განხორციელებულა ქვეყანაში აუცილებელი რეფორმები, კერძოდ, თქვენი ყურადღება გვინდა მივაპყროთ,  არადემოკრატიულ საარჩევნო კოდექსსა და მოსამართლეთა არჩევის წესის გაუმჭვირვალობას; ასევე დახურული ინსტიტუტების გაუმჭვირვალობას და დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმების არ არსებობას ქვეყანაში.

ყოველივეს ამძიმებს ის გარემოება, რომ არასამართლიანი არჩევნების შედეგად, დაბალი ლეგიტიმაციით, კონსტიტუციური უმრავლესობით გაიმარჯვა სახელისუფლებო პარტიამ, რომელმაც დაიწყო ხელისუფლების უზურპირება ავტოკრატული მიმართულებით, კერძოდ, დაიქვემდებარა სასამართლო, ემუქრება პრეზიტენტის ინსტიტუტს, სამოქალაქო საზოგადოებას, ხელი შეუწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პარალიზებას, მრავალი კრიტიკული გადაცემის დახურვას და სატელევიზიო არხების გაერთიანებას, რამაც საფრთხე შეუქმნა ქვეყანაში განსხვავებული აზრის, მოწყვლადი ადამიანებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაციის გავრცელებას.

ამასთანავე, საყურადღებოა, რომ საქართველოს ტერიტორიათა 20 % კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან არასათანადო ყურადღება ექცევა სამხედრო კონფლიქტისა და მის მიმდებარე ზოლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასა და დაცვას.

აღნიშნულ პირობებში სიტყვისა და მასს – მედიის, გამოხატვის თავისუფლებას ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. ამ თვალთახედვით, რუსთავი 2 წარმოადგენს ტელეკომპანიას, რომელიც სწარფად და მიუკერძოებლად ავრცელებს ინფორმაციას მოწყვლადი კატეგორიის ადამიანების უფლებების დარღვევის შესახებ, ისეთი, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ადამიანების გატაცება საოკუპაციო ზონებიდან და მათი წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადვოკატების უფლებების უხეში დარღვევა და მათთან მიმართებაში არაჰუმანური მოპყრობა.  ამ ინფორმაციით, სარგებლობს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“,  ადვოკატთა ასოციაცია და სხვა მრავალი უფლებადამცავი ორგანიზაციები,  რათა ადეკვატური დახმარება აღმოუჩინონ მსხვერპლებსა და მათ ოჯახებს, დაიცვას მათი უფლებები.

აღნიშნულ კონტექსტში მოგვყავს სამი შემთხვევა:

შემთხვევა 1 (ცენტრი „ემპათია“) : 2017 წლის 28 თებერვალს რუსთავი 2 – ის დილის „კურიერი“ -ს მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო ზოლიდან რუსი და ოსი სამხედროების მიერ გატაცებული იქნა სოფლის მკვიდრი ბატონი: ა.გ., რომელიც სასტიკად იქნა ნაწამები დაკავებისას და ცხინვალის იზოლატორში. გათავისუფლდა თანხის გადახდის შემდეგ ევრო – კავშირის სადამკვირებლო მისიის დახმარებით და სასწრაფოდ განთავსებული იქნა კლინიკა „გორმედ“ – ში. აღნიშნულ საქმეზე ადეკვატური ზომები არ მიუღია საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, კერძოდ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაც კი არ დაუნიშნავთ. რუსთავი 2 – ის ინფორმაციის მეშვეობით ცენტრი „ემპათია“ -ს მობილურმა მულტი – დისციპლინურმა ჯგუფმა განახორციელა მყისიერი რეაგირება, ჩატარებული იქნა სასამართლოს სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა სტამბოლის პროტოკოლის პრინციპების გამოყენებით; ბატონი ა.გ. აყვანილი იქნა ცენტრი „ემპათია“ -ს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროექტში და ასევე მას უტარდება სამართლებრივი მხარდაჭერა.

შემთხვევა 2 (ცენტრი „ემპათია“ ): 2016 წლის 19 მაისს დაახლოებით 15.30 სთ – ზე აფხაზეთის საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ჯარის ჯარისკაცის მიერ მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე ბნ. გ. ო. აღნიშნული ფაქტი გახმაურებულ იქნა რუსთავი 2 – ის საინფორმაციო გადაცემაში, რის შემდეგაც ცენტრ „ემპათია“ -ს მიეცა ინფორმაციაზე წვდომის საშუალება, მოხდა მსხვერპლის ოჯახთან დაკავშირება და ცენტრი „ემპათია“ -ს იურიდიული სამსახურის მიერ შემთხვევის ადვოკატირება.

შემთხვევა 3 (ადვოკატთა ასოციაცია): 2015 წლის 8 ნოემბერს პოლიციის დაწესებულებაში ხელბორკილებდადებული აწამეს საზოგადოებრივი ადვოკატი ბნ. გიორგი მდინარაძე, რომელიც მისული იყო პოლიციაში 14 წლის არასრულწლოვანის დაცვის მიზნით, რომ არა რუსთავი 2, მოძალადე პოლიციელი არ დაისჯებოდა.

აღნიშნული ფაქტები ამტკიცებს, რომ რუსთავი 2 – ის იმ სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება, რომლითაც იგი დღეს მაუწყებლობს საქართველოს მოწყვლადი მოქალაქეებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში იგი წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომის წყაროს.

  1. საქმის გარემოება: 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 9 მოსამართლის შემადგენლობით ერთხმად და 8 ტომიან საქმეზე 3 დღის განმავლობაში, მიიღო ჩვენი აზრით, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება ტელე-კომპანია რუსთავი 2 – ის წინააღმდეგ, რაც გამოიხატა მფლობელის შეცვლაში. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამოდენიმე წუთში ახალმა მფლობელმა გამოხატა ნეგატიური დამოკიდებულება არხის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკასთან მიმართებაში. 2017 წლის 3 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  სასამართლოს 39 – ე წესის გამოყენებით 2017 წლის 8 მარტამდე შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წლის 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
  2. ჩვენი შეფასება: ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე აღნიშნულ მოვლენებზე წინმსწრები მოსამართლეებზე ზეგავლენისა და მოსყიდვის საეჭვო ფაქტების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ დარღვეული იქნა რუსთავი 2 – ისა და მისი მფლობელის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება. ყოველივე ცხადჰყოფს რუსთავი 2 – ის სარედაქციო პოლიტიკის შეცლისათვის ხელისუფლების მისწრაფებას.
  3. ჩვენი მოთხოვნა: ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი საქართველოში მოწყვლადი კატეგორიის ადამიანების უფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც ცხადჰყოფს ზემოთ მოყვანილი სამი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სიცოცხლის ხელყოფასა და ადამიანთა წამებას, აუცილებლად მიგვაჩნია და ვთხოვთ პატივცემულ სასამართლოს სასამართლოს 39 – ე წესის გამოყენების გაგრძელებას რუსთავი 2 – ის საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არსებით განხილვამდე.

 

პატივისცემით,

მარიამ ჯიშკარიანი

წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო  ცენტრი „ემპათია’ – ს პრეზიდენტი, მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის სამეცნიერო სექციის „წამების შედეგები და აღკვეთა“ წევრი და საბჭოს ყოფილი წევრი, საერთაშორისო ორგანიზაციის „ექიმები ადამიანის უფლებებისათვის“ ექსპერტი.

ზაზა ხატიაშვილი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

 

RCT Empathy Appeal Geo