echr
Non -Governmental Organization RCT ‘’Empathy’’: On the significance of a medical report of RCT ‘’Empathy’’ in the case of Arkania V. Georgia
August 3, 2020
images (9)
12 Years after the August War and still continuous Occupation
August 7, 2020

12 წელი აგვისტოს ომიდან და ისევ განგრძობითი ოკუპაცია

images (9)

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ გამართავს  ბრიფინგს

12 წელი აგვისტოს ომიდან და ისევ განგრძობითი ოკუპაცია

სიახლეები გაურკვეველ ვითარებაში ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ტყვეობაგამოვლილი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით

 მისამართი: ცენტრი „ემპათია“ -ს ოფისი, კანდელაკის ქ. N23, 16:00. სთ – ზე, 7 აგვისტო, 2020წ.

 ცენტრი „ემპათია“ აწარმოებდა კომუნიკაციას რუსეთის პროკურატურასთან ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. რუსეთის პროკურატურის პასუხიდან გამომდინარე, „ირაკლი კვარაცხელიამ თავი საკუთარ მაისურზე ჩამოიხრჩო“ ეგრეთწოდებულ „ფილტრაციულ ოთახში“, რუსეთის პროკურატურა უარს აცხადებს ირაკლი კვარაცხელიას მეუღლე იქნას დაზარალებულად ცნობილი, ასევე მათ არ მოგვაწოდეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, განაცხადეს, რომ ამგვარი საქმე არ აღძრულა მტკიცებულებების არარსებობის გამო. 

ცენტრმა „ემპათია“ – მ ასევე მიიღო წერილი რუსეთის პროკურატურიდან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე კომუნიკაციის პასუხად, რომლის მიხედვით ეგრეთწოდებული თანამდებობის პირების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების თაობაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და ვ. გაფრინდაშვილს დაზარალებულად არ ცნობენ.

აღნიშნულ ორ საქმეზე ვფიქრობთ, რომ ამოწურულია რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაციის  ეტაპი და ცენტრი „ემპათია“ ამზადებს სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

საქართველოს მოქალაქე, დევნილობაში მყოფი ირაკლი კვარაცხელია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა რუსეთის სამხედრო ბაზაზე ოკუპირებულ გალის რაიონში 2019 წლის 12 მარტს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის  თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ადგილებში 49 დღის განმავლობაში.

სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაპატიმრებები და მცოცავი ოკუპაცია ომიდან 12 წლის შემდეგ კვლავ აქტუალურია. ცენტრი „ემპათია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ოკუპირებულ და პარა – ოკუპირებულ ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

ცენტრი „ემპათია“

ცხელი ხაზი: 599 548868 / 599 548828