არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ – ს

საჯარო მიმართვა

საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორს ქნ. ლონდა თოლორაიას,

ლუკა სირაძის სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით.

 

ქალბატონო ლონდა,

მოგახსენებთ, რომ ჩვენი ცენტრის მიერ განხორციელდა საჯარო ინფორმაციის შესწავლა ლუკა სირაძის სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით.

მოგიწოდებთ, გარდაცვლილი არასრულწლოვანის ლუკა სირაძის სამეზე გამოძიება დაიწყოთ საქართველოს სსკ – ის 144 1 მუხლით, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

  1. სუიციდის ფაქტი დროში კავშირში იმყოფება პოლიციაში დაკითხვის ფაქტთან, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდთა სრულიად უკანონო დაპირისპირებას მოჰყვა სხვა არასრულწლოვანის მხრიდან თვითდაზიანების ფაქტიც.
  2. არასრულწლოვანზე სავარაუდოდ განხორციელდა ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ძმის მიმართ მუქარის, შანტაჟის ელემენტებისა და არასრულწლოვანთა დაპირისპირების სახით, განსაკუთრებით საყურადღებოა სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარის თქმა.
  3. აღნიშნული დაკითხვის მიზანს შეადგენდა აღიარებითი ჩვენების მოპოვება
  4. აღნიშნულ დაკითხვა – „გამოკითხვას“ ესწრებოდა სხვა პოლიციის თანამშრომლებიც.

აქვე მოგვყავს წამების დეფინიცია

„კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ მუხლი 1 – ის შესაბამისად (ძალაშია 1994 წლის 25 ნოემბრიდან საქართველო შეუერთდა პარლამენტის 22.12.1994 წლის N 1493 დადგენილებით საქართველოს პარლამენტის 07.07.2002 წლის N 1493 დადგენილებით კონვენციის 21-ე და 22-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საქართველო აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კომპეტენციას. )

    მუხლი 1

  1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „წამება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ამა თუ იმ პირს განზრახ მიეყენება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან სულიერი, ისეთი მიზნებით, როგორიცაა მისგან ამ მესამე პირისგან ინფორმაციის ან აღიარების მოპოვება, მისი დასჯა ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიც ეჭვმიტანილია, ან მისი ან მესამე პირის დაშინება ან იძულება, ან ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ნებისმიერი მიზეზით, როდესაც ამგვარი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია სახელმწიფო თანამდებობის პირის, ან ოფიციალური თანამდებობით მოქმედი სხვა პირის მიერ, ან მისი წაქეზებით, ან მისი ნებართვით, ან მისი უსიტყვო თანხმობით. იგი არ მოიცავს ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც მხოლოდ კანონიერი სანქციების შედეგად წარმოიქმნება, არსებითად განუყოფელია მათგან, ან მათი თანმდევია.
  2. ეს მუხლი ზიანს არ აყენებს რომელიმე საერთაშორისო დოკუმენტს ან ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს დებულებებს უფრო ფართო გამოყენების თაობაზე.

  მუხლი 4

  1. თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ წამების ყველა აქტი მისი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით განიხილებოდეს, როგორც დანაშაულები. იგივე შეეხება წამების აქტის ჩადენის მცდელობასა და ნებისმიერი პირის ქმედებას, რომელიც წამებაში თანამონაწილეობას ან მონაწილეობას წარმოადგენს.
  2. თითოეული მხარე-სახლემწიფო აწესებს სათანადო სასჯელებს ამგვარი დანაშაულებისთვის, მათი მძიმე ხასიათის გათვალისწინებით.

 საჯარო მიმართვა სახელმწიფო ინსპექტორს

იმედი გვაქვს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება წარიმართება სწრაფად, მიუკერძოებლად და ობიექტურად.

პატივისცემით,

ცენტრი „ემპათია“ -ს პრეზიდენტი                                          მარიამ ჯიშკარიანი

იურიდიული სამსახურის უფროსი                                         გიგა ლემონჯავა

 

December 24, 2019
Logo-Empathy

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ – ს საჯარო მიმართვა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორს ქნ. ლონდა თოლორაიას, ლუკა სირაძის სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ – ს საჯარო მიმართვა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორს ქნ. ლონდა თოლორაიას, ლუკა სირაძის სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით.   ქალბატონო ლონდა, მოგახსენებთ, რომ ჩვენი ცენტრის […]
December 18, 2019
80040709_2847878728576687_3482940438053126144_o

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ გამართავს ბრიფინგს 15 წლის ლუკა სირაძის წამების ფაქტთან დაკავშირებით

18/12/2019 – 13.00. სთ – ზე არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ გამართავს ბრიფინგს 15 წლის ლუკა სირაძის წამების ფაქტთან დაკავშირებით, ბრიფინგი გაიმართება მედიაჰოლდინგი კვირა-ს პრესკლუბში, კოსტავას ქ.N47 […]
December 12, 2019
1576127900757963

The NGO Rehabilitation Centre for Victims of Torture RCT/Empathy responds to the current situation in The Parliament of Georgia on the issue of life-long judge appointments

Press Release 12/12/2019  The NGO Rehabilitation Centre for Victims of Torture RCT/Empathy responds to the current situation in The Parliament of Georgia on the issue of […]
December 12, 2019
1576127900757963

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“,ეხმაურება საქართველოს პარლამენტში შექმნილ ვითარებას მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშრებით

პრესს – რელიზი 12/12/2019   არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“,ეხმაურება საქართველოს პარლამენტში შექმნილ ვითარებას მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშრებით და მიიჩნევს: სამწუხაროდ, კვლავ ხორციელდება ძალადობა […]
November 26, 2019
78153050_10157915435912360_1110918489683525632_o

The Statement of the NGO RCT/Empathy

  The Statement of the NGO RCT/Empathy regarding another violent raid of a peaceful protest rally 26/11/2019   The NGO RCT/Empathy condemns yet another violent raid […]
November 26, 2019
78153050_10157915435912360_1110918489683525632_o

არასამათავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება

არასამათავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მორიგი ძალადობრივი დაშლის შესახებ 26/11/2019   არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ გმობს რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო, მშვიდობიანი […]
November 21, 2019
images (12)

Litigation between State Regulation Agency forMedical Activitiesand Non-Governmental Organization RCT/Empathy

  Litigation between State Regulation Agency forMedical Activitiesand Non-Governmental Organization RCT/Empathy   Today, at 16.00 in the Administrative Cases Panel of Tbilisi City Court will be […]
November 21, 2019
images (12)

სასამართლო პროცესი სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ „ემპათია“ -ს შორის.

  სასამართლო პროცესი სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ „ემპათია“ -ს შორის.   დღეს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 16.00. სთ – ზე გაიმართება […]
November 18, 2019
images

Appeal of NGO RCT/Empathy to Diplomatic Missions

18 11 2019 Press Release Eng Appeal of NGO RCT/Empathy to Diplomatic Missions     Unfortunately, the recent political developments and the rigid position of the […]