პრესს – რელიზი 12/12/2019
არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“,ეხმაურება საქართველოს პარლამენტში შექმნილ ვითარებას მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშრებით და მიიჩნევს:
სამწუხაროდ, კვლავ ხორციელდება ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე, მიმდინარეობს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება, ჟურნალისტების დარბაზიდან გაძევება და არასათანადო მოპყრობა.
ამგვარი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესი, ვფიქრობთ, დაუყოვნებლად უნდა იქნას შეწყვეტილი.
პარლამენტში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შერჩეული და არჩეული მოსამართლეები არ შეიძლება ლეგიტიმურად მიიღოს საქართველოს მოსახლეობამ.
ამავდროულად, ჩვენ თხოვნით მივმართავთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მოახდინონ სწრაფი ინტერვენცია მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართულებით და შექმნან მოლაპარაკების ფორმატი საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ხოლო მოლაპარაკების დასრულებამდე, მოუწოდონ მმართველ გუნდს შეწყვიტოს მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესი. პრესს-რელიზი 12 12 2019
ცენტრი „ემპათია“
ცხელი ხაზი: 599 548868 /28