78153050_10157915435912360_1110918489683525632_o
The Statement of the NGO RCT/Empathy
November 26, 2019
1576127900757963
The NGO Rehabilitation Centre for Victims of Torture RCT/Empathy responds to the current situation in The Parliament of Georgia on the issue of life-long judge appointments
December 12, 2019

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“,ეხმაურება საქართველოს პარლამენტში შექმნილ ვითარებას მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშრებით

1576127900757963

პრესს – რელიზი 12/12/2019

 

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“,ეხმაურება საქართველოს პარლამენტში შექმნილ ვითარებას მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშრებით და მიიჩნევს:

სამწუხაროდ, კვლავ ხორციელდება ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე, მიმდინარეობს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება, ჟურნალისტების დარბაზიდან გაძევება და არასათანადო მოპყრობა.

ამგვარი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესი, ვფიქრობთ, დაუყოვნებლად უნდა იქნას შეწყვეტილი.

პარლამენტში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შერჩეული და არჩეული მოსამართლეები არ შეიძლება ლეგიტიმურად მიიღოს საქართველოს მოსახლეობამ.

ამავდროულად, ჩვენ თხოვნით მივმართავთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მოახდინონ სწრაფი ინტერვენცია მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართულებით და შექმნან მოლაპარაკების ფორმატი საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ხოლო მოლაპარაკების დასრულებამდე, მოუწოდონ მმართველ გუნდს შეწყვიტოს მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესი. პრესს-რელიზი 12 12 2019

 

 

ცენტრი „ემპათია“

ცხელი ხაზი: 599 548868 /28