18/12/2019 – 13.00. სთ – ზე არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ გამართავს ბრიფინგს 15 წლის ლუკა სირაძის წამების ფაქტთან დაკავშირებით, ბრიფინგი გაიმართება მედიაჰოლდინგი კვირა-ს პრესკლუბში, კოსტავას ქ.N47
არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“, მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას 15 წლის ლუკა სირაძის სუიციდამდე მიყვანის ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებს დაუყოვნებლად დაიწყოს ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანის წამებას.
ცენტრი „ემპათია“ აწარმოებს მონიტორინგს აღნიშნულ საქმეზე და მიიჩნევს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის სუიციდის ფაქტი დროში კავშირში იმყოფება პოლიციაში დაკითხვის ფაქტთან, რაც დიდი ალბათობით, მიუთითებს იმაზე, რომ დაკითხვისას როგორც მინიმუმ ფსიქოლოგიური წამების მეთოდები იქნა გამოყენებული.
ამავდროულად, ვთვლით, რომ კედელზე წარწერა არ უნდა გამხდარიყო სკოლის მხრიდან პოლიციის გამოძახების საფუძველი.
მივიჩნევთ, რომ წამების ფაქტების გამოძიება საქართველოში არ მიმდინარეობს ეფექტურად, ხშირ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს სსკ სხვა მუხლებით.Press Release 18 12 2019
ცენტრი „ემპათია“
ცხელი ხაზი: 599 548868 /28