Document
Statement of the “Empathy”
April 10, 2020
104595563_311339910264854_8401749683692517159_n
ბრიფინგი 2019 წლის 20/21 ივნისის „გავრილოვის ღამის“ სისხლიანი მოვლენების კვლევის წინასწარი შედეგების შესახებ
June 19, 2020

პრესს – რელიზი 19/06/2020 2019 წლის 20/21 ივნისის „გავრილოვის ღამის“ სისხლიანი მოვლენების კვლევის წინასწარი შედეგების შესახებ

1561097371512894

პრესს – რელიზი 19/06/2020

 

არასამთავრობო ორგანიზაციის წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი

„ემპათია“ – ს ოფისში: ს. კანდელაკის ქ. N23, 19/06/2020 – ში11 სთ – ზე, გაიმართება ბრიფინგი

2019 წლის 20/21 ივნისის „გავრილოვის ღამის“ სისხლიანი მოვლენების კვლევის წინასწარი შედეგების შესახებ

აღნიშნულ მოვლენებზე კვლევა მიმდინარეობს ცენტრი „ემპათია“ -ს პროექტის „20/21 ივნისის დაზარალებულთა მხარდაჭერა“ ფარგლებში.

COVID – 19 სიტუაციის გათვალისწინებით, ბრიფინგი ჩატარდება ღია სივრცეში დისტანციის დაცვით, კვლევის წინასწარი შედეგები ქვეყნდება ასევე, ცენტრი „ემპათია“- ს ვებგვერდზე: www.empathy.ge

 

წინასწარი შედეგები

 

მულტი – პროფილური კვლევის შედეგად გამოიკვეთა მიშვნელოვანი შეუთავსებლობა სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენების საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს შორის, კერძოდ, მაიდენტიფიცირებელი ნიშნების იდენტიფიცირების შეუძლებლობა, სხვადასხვა სამოსში გამოწყობილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა მონაწილეობა, მათ შორის, სპეც. რაზმელთა ფორმებში და ასევე, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები.

ასევე იკვეთება ჩატარებული ოპერაციის დამსჯელობითი ხასიათი, რაც გამოვლინდა სამოქალაქო შემთხვევათა უმრავლესობაში სხეულის წელს ზევით მიდამოების დაზიანებაში, უმეტეს შემთხვევაში სხეულის ზურგის არეში, გულმკერდის, სახისა და ზემო კიდურების არეში, ასევე გამოიკვეთა დაზიანებების მიყენების ფაქტები მიტინგის დაშლის ადგილიდან 2 – 3 კმ. დისტანციაზე და არასათანადო მოპყრობის ფაქტები თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ. ასევე, საყურადღებოა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე მას – მედიის წარმომადგენელთა მიზანმიმართული დაზიანებების მიყენების ფაქტები.

სერიოზული საკანონმდებლო ხარვეზები გამოიკვეთა გამოძიების სტანდარტებში, რაც უპირველასად გამოიხატება მსხვერპლის უფლების სამართლებრივი გარანტიების საერთაშორისო სტანდარტების უხეშ დარღვევაში, რაც მოიცავს დაზარალებულად არ აღიარებას, მიუხედავად ფიზიკური დაზიანებების სერიოზული ხასიათისა, ასევე საქმის მასალებზე და საექსპერტო დასკვნებზე წვდომის შეუძლებლობას.

ჩვენს მიერ გამოკვლეულთა 100 % შემთხვევაში არ ჩატარებულა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, იმ სტანდარტებითაც კი, რაც ქვეყანაში არსებობს, და რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთაშორისო სტანდარტებისაგან, კერძოდ, სტამბოლის პროტოკოლის პრინციპებისაგან.

მსხვერპლებს არ ჰქონდათ წვდომა საკუთარ სამედიცინო დოკუმენტაციაზე, მხოლოდ ზოგიერთ მათგანს გადაეცა ამონაწერი – ფორმა N 100. კვლევამ აჩვენა, რომ სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებული იქნა პროკურატურის მიერ სამედიცინო დოკუმენტაცია, ორიგინალები, ისე, რომ ქსერო – ასლებიც კი არ დარჩენიათ შესაბამის კლინიკებს. აღნიშნული ართულებს ჩვენს მიერ საერთაშორისო სტანდარტებით კომპლექსური ექსპერტიზების ჩატარებას და არღვევს საქართველოს კანონს პაციენტის უფლებების შესახებ.

მოცემული სიტუაციიდან იკვეთება მსხვერპლის, როგორც პაციენტის უფლებების დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატა სამედიცინო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვაში, ერთ მძიმე შემთხვევაში გამოიკვეთა იურიდიულად არაუფლებამოსილი პირების მიერ კლინიკაში პაციენტის დაშინება, სიკვდილის მუქარითაც კი, ასევე მას ეზღუდებოდა კონტაქტი გარეშე პირებთან, ჩამორთმეული ჰქონდა მობილური ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის (გამოსხივების) მოტივით, მისი განმარტებით, პროკურორსაც კი ეთქვა უარი არაუფლებამოსილი პირის მხრიდან – ფორმალურად სტაციონარის დაცვა, პაციენტის გამოკითხვაზე.

ჩვენს მიერ მოპოვებულ ფორმა 100 – ებში, ანუ შესაბამისად, მსხვერპლთა სამედიცინო ბარათებში მოვლენა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის ფსიქო – ფიზიკური ტრავმირება სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, არ არის აღწერილი „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების შესაბამისად. იკვეთება ინფორმაციის მიჩქმალვის ტენდენციებიც, ასე მაგალითად, ერთგან ვკითხულობთ, რომ „ტრავმა მიიღო ჰოსპიტალიზაციამდე რამოდენიმე წუთით ადრე ქუჩაში ფიზიკური დაპირისპირების დროს“, საერთაშორისო სტანდარტებით, პასუხი უნდა იქნას გაცემული შემდეგ შეკითხვებზე: რა მოხდა, სად მოხდა, რა ვითარებაში, ვის მიერ არის მიყენებული დაზიანება და რა მოტივით.

სტაციონარებიდან მიღებული ინფორმაცია და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკა არ შეესაბამება ერთმანეთს, შესაბამისად, კვლავ გაურკვეველი რჩება ვინ, სად და რა გარემოებაში, რა დაზიანებები მიიღო.

როგორც ცნობილია, გამოძიება ან/და მოკვლევა შსს – ს მიერ უნდა წარიმართოს ყველა ტრავმული დაზიანების თაობაზე, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა, პოლიციაში გადაცემული ინფორმაციის შესაბამისად (ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება N239/ნ). ამ მიმართულებით ჩვენ შეკითხვით მივმართეთ შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, პასუხი ჯერ – ჯერობით არ მიგვიღია. გამოკვლეულთა პასუხების თანახმად, არცერთი მათგანი არ ყოფილა გამოკითხული შსს გამომძიებლის მიერ. გამოძიება ძალის არაპროპორციული გამოყენების ფაქტზე დაიწყო საქართველოს პროკურატურამ, თუმცა, გაუგებარი რჩება, მათ შორის, 20/21 ივნისის მოვლენების შესახებ არსებული ყველა ანგარიშიდან, თუ რა გზა გაიარა გამოძიებამ შსს – დან პროკურატურამდე.

ასევე, საყურადღებოდ მიგვაჩნია, სტაციონარებსა თუ შემდგომში, დაზარალებულთა ამბულატორული მომსახურებისას, ხარჯების გაწევის არალეგალური გზები, კერძოდ, გამოკვლეული პირები აცხადებენ, რომ სამედიცინო მომსახურების ან/და მედიკამენტების თანხები გადახდილი იქნა ვიღაც უცხო პირის მიერ, ასევე საყურადღებოა, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაში – კერძო იურიდიული პირის „ფონდი ქართუს“ მონაწილეობა, და ამ მონაწილეობის იურიდიული საფუძვლები. საყურადღებოა, რომ ამ მოცემულ შემთხვევებში, გამოსაკვლევი პირები უარს აცხადებდნენ ინფორმაციის გასაჯაროებისაგან, ვინაიდან, ჰქონდათ შიში, რომ მათ აღარ გაეწეოდათ სათანადო სამედიცინო დახმარება.

აღნიშნული, წინასწარი კვლევის შედეგები, დიდი ალბათობით, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები: ჯანდაცვის, შსს და პროკურატურა, ასევე არასახელმწიფო არაფორმალური გავლენების მქონე ინსტიტუციები და პირები, მოქმედებდნენ შეთანახმებულად დაზარალებული სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, არალეგალური – არაფორმალური გზებითაც კი, რათა არ გახდეს საჯარო სრული ინფორმაცია 20/21 ივნისის მოვლენების სამართლებრივი შეფასებისათვის და ეფექტურად არ წარიმართოს გამოძიება.

აღნიშნული კვლევა ეხება 20/21 ივნისს საპროტესტო აქციაზე დაზარალებულებს, ასევე სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენების ლეგიტიმურობის საკითხებს.

კვლევისას ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდით გამოკითხული იქნა 20 – მდე დაზარალებული აქციის მონაწილე, ასევე გაგზავნილი იქნა 39 წერილი სხვადასხვა სახელმწიფო და სამედიცინო დაწესებულებაში ინფორმაციის მოთხოვნით. აღნიშნული კვლევა კვალვაც გრძელდება.

 

პრეს რელიზი გავრილოვის ღამის ანგარიში ცენტრი ემპათია