https://www.interpressnews.ge/ka/article/741901-malxaz-urtkmelize-eksperts-tkven-da-kalbatoni-mariami-chems-kabinetshi-qavas-miirtmevdit-da-ik-gamizhgeret-tu-droulad-ar-shegviqvant-baton-mixeiltan-gavavrcelebt-chors-rom-neirolepsiuri-cameba-gkondato-gaxsovt-es
ურთქმელიძესთან გორის ჰოსპიტალში განხორციელდა ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტების 2 შეხვედრა: ერთი შეხვედრის დროს 2021 წლის 27 ნოემბერს მას განემარტა, რომ აუცილებელია ნეიროლეფსიური პრეპარატების მოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თანამონაწილე გახდებოდა ფარმაკოლოგიური წამების;
მეორე შეხვედრაზე, მას განემარტა, რომ სამედიცინო ეთიკის ფარგლებს სცილდება და ჯანდაცვის კანონმდებლობას არღვევს, თუკი იგი არ მისცემს პატიმარს უფლებას დაესწროს სასამართლო პროცესს. იგი წუხდა, რომ მას პენიტენციური სამსახური სთხოვდა ცნობას, სადაც დაწერდა, რომ პატიმარს სასამართლო პროცესზე დასწრება არ შეუძლია.
ბერულავამ პროცესზე დაადასტურა ნეიროლეფსიურ პრეპარატებზე შეხვედრის თაობაზე, თუმცა, აღარავინ მისცა შესაძლებლობა, განემარტა, თუ რას ეხებოდა შეხვედრა.
რაც შეეხება ყავის სმას, გაცნობებთ, რომ გიორგი ბერულავა ყავას საერთოდ არ მიირთმევს, ხოლო ზოგადად, ყავის დალევა დანაშაული არ არის.
ურთქმელიძის, მოსამართლისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელთა თავდასხმა ექსპერტებზე ფაქტობრივი გარემოებაა და კატეგორიულად მიუღებელია. ბატონი ურთქმელიძე ექსპერტების გამოკითხვისას პერმანენტულად არღვევს სამედიცინო ეთიკის სტანდარტებს, კოლეგებს თავს ესხმის და საკუთარი ინტერპრეტაციებით აკომენტარებს მათ გამონათქვამსა თუ დასკვნას, რითიც ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო და საზოგადოება, აღნიშნულში ხელს უწყობს მოსამართლე არევაძე.
ასევე განვამარტავთ, რომ პროფესიით ის არ წარმოადგენს იმ დარგის სპეციალისტს, რა დარგის სპეციალისტებიც არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში. პროცედურული ასპექტებით, მას მხოლოდ შეკითხვის დასმა შეუძლია ექსპერტის მისამართით, თუმცა, პროცედურული დარღვევის აღკვეთა ვერ ხორციელდება სასამართლოზე.
სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, სადაც გორის ჰოსპიტალის ეპიზოდებიც არის ასახული, შესაბამისად, ურთქმელიძე, რომელიც ამ პერიოდში გორის სამხედრო ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა, მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ პროცესზე წარმოადგენს დაპირისპირებულ მხარეს, რაც წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებით ყოვლად დაუშვებელია.